საქართველოში უკვე 1 870 657 ავტომობილია რეგისტრირებული

ბოლო მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 1 870 657 ერთეული შეადგინა. ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ სტატისტიკაშია აღნიშნული.
ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოში გაცემული მართვის მოწმობა ჯამში უკვე 1 656 259 მოქალაქეს აქვს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რეგისტრირებულ მანქანებს შორის, რომელი მარკის ავტომობილები ლიდერობს.

მომსახურების სააგენტოსგან განსხვავებით, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ამ დროისთვის 2024 წლის სამი კვარტლის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული.
საქსტატის ბოლო მაჩვენებლების მიხედვით კი, ქვეყანაში ყველაზე ბევრი Mercedes-benz-ი, Toyota და Ford-ი მოძრაობს.
ამასთან, ყველაზე მეტი ავტომობილი რუხი ფერის არის, მეორე ადგილზეა თეთრი, ხოლო მესამეზე შავი (შემდეგ პოზიციებს ინაწილებენ ლურჯი, წითელი და მწვანე).
ამასთან, ავტომობილების 41.2% ბენზინზე მუშაობს, 19.8% დიზელზე, 9.7% ბენზინსა და აირზე ერთდროულად, 8.7% ჰიბრიდია.
www.bpn.ge