ლაგოდეხში, სასაფლაოზე ნაპოვნ მწყემსის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
გაუჩინარებული მამაკაცი სასაფლაოზე დაახლოებით, სამი დღის წინ იპოვეს. ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ ის მოკლულია, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მწყემსი დიდი ხნის გარდაცვლილია, რის გამოც, ცხედარი დაზიანებულია.
პოლიციას მამაკაცის დაკარგვის შესახებ მწყემსის მამამ თვეების წინ მიმართა და გამოძიებაც მაშინ დაიწყო.