ავსტრიის კანცლერის მოვალეობას საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ შალენბერგი შეასრულებს

ავსტრიის კანცლერის მოვალეობას საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ შალენბერგი შეასრულებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ შალენბერგი კანცლერის მოვალეობას დროებით, ქვეყანაში ახალი მთავრობის შექმნამდე შეასრულებს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა თანამდებობა დატოვა, მას შემდეგ, რაც კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მის კონსერვატიულ „სახალხო პარტიასა“ და „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა.
ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ახალი მთავრობის შექმნა ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერს, ჰერბერტ კიკლს დაავალა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – ვიწყებთ „ოცნების” მოძალადე რეჟიმთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რისთვისაც გამოვიყენებთ პარლამენტის ტრიბუნას – პარლამენტში ჩვენი შემოსვლა არ ნიშნავს ლეგიტიმაციის მიცემას ან არ მიცემას

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა – ხვალინდელ პროცესზე სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მივმართავთ