კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებას“ – სიმართლე ისაა, რომ პირდაპირ ვერ აგინებთ ამერიკას და აგინებთ აბსტრაქტულ „დიფ სთეითს“ და „ომის პარტიას“

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ქოცების“ დე-ფაქტო ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ ამოქოქა პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ბერნარდ შოუს ცნობილი გამონათქვამის მიხედვით, თავიდანვე იდიოტებზეა გათვლილი და ორი ამორფული, არარსებული სტრუქტურა გამოიყენა: ერთი „დიფ სთეითია“, ანუ გაურკვეველი ვიღაცები, ვინც „სიღრმიდან, ქვეშიდან მართავენ მსოფლიოს“ და მეორე – „გლობალური ომის პარტია“, რომელიც ყველა ომს იწყებს.
გამოდის, რომ ეს ორი „სტრუქტურა“ ფლობს ზესახელმწიფოებრივ ძალებს. თქვე ოჯახაშენებულებო, პუტინის გეშინიათ, ომი არ დაგვიწყოსო და ამათი არ გეშინიათ, თუკი მართლა არსებობენ და ასეთ სუპერძალებს ფლობენ?
სიმართლე ისაა, რომ უბრალოდ პირდაპირ ვერ აგინებთ ამერიკას და აგინებთ აბსტრაქტულ „დიფ სთეითს“ და „ომის პარტიას“. უშველებელი ეკონომიკის მქონე ჩინეთიც კი ერიდება ამერიკასთან ღია დაპირისპირებას და თქვენ რატომ არ ერიდებით?!
თქვენ გეშინიათ ყველაფრის – რუსეთის, ამერიკის, ევროპის, ჩინეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, საკუთარი ხალხის, მაგრამ ყველაზე მეტად გეშინიათ ხელისუფლების დაკარგვის, რადგან ამას მოჰყვება ფარდის ახდა კორუფციაზე, თქვენს მიერ თანხების დატაცებაზე (მარტო თბილისის ავტობუსების ტენდერი რად ღირს) და ეს შიში გაკეთებინებთ ყველაფერს. ამ შიშმა გაგაყალბებინათ , გაქციათ დე-ფაქტო ხელისუფლებად და მოგაქციათ იზოლაციაში. მაგრამ ბატონებო, დიდხანს ვერ დარჩებით ხელისუფლებაში.
პირადად მე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მასობრივი დაჭერების და რეპრესიების წინააღმდეგი ვიყავი, ვარ და ვიქნები, მაგრამ ამასთანავე, მოპარული ფული ხალხისაა და „პროცენტებით“ მოგიწევთ ბიუჯეტში დაბრუნება!
შეგახსენებთ, ბიუჯეტი მოსახლეობის და ბიზნესის გადასახადების ხარჯზე ივსება, დე-ფაქტო ხელისუფლება კი პირდაპირ დაგვცინის და არალეგიტიმურ პარლამენტში დეპუტატები ხელფასებს იორმაგებენ და ისამმაგებენ. ეტყობა, უდიპლომო, უცოდინარი ხალხი ხელფასებს რომ ისამმაგებს, მერე „დიფ სთეითს“ უფრო ეფექტურად ებრძვის.
P.S. „დიფ სთეითი“ არა იხვის ტოლმა!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა