ლოს ანჯელესში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც მედია წერს, რამდენიმე საათში ცეცხლმა ოთხი ჰექტარიდან 1 170 ჰექტრამდე ტერიტორია მოიცვა.
სახანძრო სამსახურის უფროსის განცხადებით, 30 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია, ხოლო 13 000 შენობას საფრთხე ემუქრება.
ხანძარი გუშინ, ადგილობრივი დროით დილის საათებში გაჩნდა და ის ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა დიდ ტერიტორიაზე.
ამასთან, ხანძრის გამო კალიფორნიაში მილიონობით ადამიანისთვის წითელი დონის გაფრთხილება გამოცხადდა, რაც უკიდურეს საფრთხეს ნიშნავს.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხანძრით დაზარალებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი შტატს საჭირო დახმარებას გაუწევს.
პირველი არხი