ბოლო ორ დღეში, ნატო მეტონიძის შესახებ ალბათ არაერთი სტატუსი შეგხვდათ. მომღერალს სოციალურ ქსელში, არაერთი ცნობილი სახე, მისი დუმილის გამო აკრიტიკებს. შეგახსენებთ, რომ ნატო მეტონიძე ერთ-ერთია იმ ცნობილი ადამიანებიდან, რომელსაც გასულ თვეში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.
- 31 დეკემბერს მერიის ყოველწლიური საახალწლო კონცერტი, რომელიც ღია ცის ქვეშ ტარდებოდა, გაუქმდა და მის მაგიერ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასახლის ეზოში, ჩაწერილი მზა კონცერტი შესთავაზეს საზოგადოებას. მონაწილეები ძირითადად ფოლკლორული ანსამბლები იყვნენ. წამყვანები ლიზა ბაგრატიონი და კახა მიქიაშვილი. კონცერტზე გამომსვლელებს შორის იყო ნატო მეტონიძეც, რომელმაც ანსამბლ “შვიდკაცასთან“ ერთად იმღერა.
გუშინ, ტელეწამყვანმა ვიკა ბუკიამ სოციალურ ქსელში მეტონიძის შესახებ დაწერა: “რატომღაც ნატო მეტონიძე ყოველთვის მეგონა ღირსეული ადამიანი. რა ამაზრზენია მისი სიჩუმე და რა საზარელია მისი კონცერტი. როგორ არ უტყდება?“ – ჟურნალისტის სტატუსს ასობით კომენტარი და სიცილის რეაქცია მოჰყვა. როგორც ბუკიამ მოგვიანებით აღნიშნა, მის სტატუსს ტროლები შეესივნენ და “აჰაჰავებდნენ…“