რატომ აღარ მოსწონს დონალდ ტრამპს ილონ მასკის ქმედებები და რამ გააღიზიანა აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი?

მი­ლი­არ­დე­რი ილონ მას­კი ბოლო თვე­ებ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მარ­ჯვე­ნა ხე­ლად იქცა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა მისი საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის დროს.

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ილონ მასკმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ში გან­ცხა­დე­ბე­ბის სე­რია გა­მო­აქ­ვეყ­ნა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კირ სტარ­მე­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში მი­ნის­ტრი ჯეს ფი­ლიპ­სი გა­აკ­რი­ტი­კა – საქ­მე ეხე­ბა მო­ძა­ლა­დე­თა ბან­დე­ბის საქ­მე­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბას.

გარ­და ამი­სა, ილონ მასკმა X-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტე­ბით გა­აკ­რი­ტი­კა გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი, ოლაფ შოლ­ცი.

ბევ­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ მას­კი ევ­რო­პის პო­ლი­ტი­კა­ში ზედ­მე­ტად ერე­ვა – გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამან მასა და ტრამპს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვა გა­მო­იწ­ვია. მე­დი­ის ცნო­ბით, მას­კი პრე­ზი­დენტს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას შე­უ­ერ­თდა.

  • NYT-ის ჟურ­ნა­ლის­ტის, მეგი ჰა­ბერ­მა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრამ­პის მოთ­მი­ნე­ბა მასკთან მი­მარ­თე­ბა­ში შე­საძ­ლოა, ამო­ი­წუ­როს. მას­კი სე­რი­ო­ზუ­ლად იღებს მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რის როლს, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მას “პრე­ზი­დენტ მასკსაც” უწო­დე­ბენ. ჰა­ბერ­მა­ნის თქმით, ეს ტერ­მი­ნი ტრამპს ზედ­მე­ტად აღი­ზი­ა­ნებს.

გარ­და ამი­სა, მასკმა და­ი­წყო თა­ვი­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­შიც, რა­მაც შე­საძ­ლოა, დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე.

“ამე­რი­კამ უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ბრი­ტა­ნე­თი ტი­რა­ნუ­ლი მთავ­რო­ბის­გან“ – და­წე­რა მან. რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც თა­ვის თავს თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს ლი­დე­რის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს უწო­დებს, ეს ბევ­რად უფრო შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბა ხდე­ბა.

წყარო