დამასკოს აეროპორტში საერთაშორისო ფრენები განახლდება

სირიის მთავარ აეროპორტში, დამასკოს აეროპორტში საერთაშორისო ფრენები განახლდა პირველად მას შემდეგ, რაც გასულ თვეში მეამბოხეებმა პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას France24-ი ავრცელებს.
„დღეს ახალი დასაწყისია. დავიწყეთ გამავალი და შემომავალი საერთაშორისო ფრენების მიღება. პირველი რეისი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, შარჯაში განხორციელდა“, – განაცხადა დამასკოს აეროპორტის დირექტორმა, ანის ფალუჰმა მედიასთან საუბარში.
ამასთან, დღეს, თითქმის 13 წლის შემდეგ, დამასკოში ფრენები განაახლა Qatar Airways-მა, რომელიც კვირაში სამ რეისს შეასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!