თბილისში „ალილო“ გაიმართა

თბილისში საშობაო მსვლელობა, „ალილო“, გაიმართა. ტრადიციულად, მსვლელობის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე 14:00 საათზე შეიკრიბნენ და ფეხით მივიდნენ სამების საკათედრო ტაძრამდე.
წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, მსვლელობა არ გაჩერებულა პარლამენტის შენობასთან, თბილისის საკრებულოსა და პრეზიდენტის რეზიდენციასთან. პარლამენტის სახელით ტკბილეული რესპუბლიკის მოედანზე მიიტანა სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც.
საშობაო მსვლელობა გაიმართა რეგიონებშიც – ბათუმში, ქუთაისში, გორსა და სხვა ქალაქებში.
ამ დღეს გროვდება ტკბილეული, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა ნივთები, რომლებსაც გადაანაწილებენ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
7 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს. „ალილო“ შობის ერთ-ერთი ტრადიციაა, რომელიც ბოლო წლებია ეწყობა. პანდემიის დროს “ალილოს” მონაწილეების რიცხვი შეზღუდული იყო და ისინი ფეხით მსვლელობის ნაცვლად, თბილისის ქუჩებში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!