მაკრონის განცხადება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის პოლიტიკას მთელი ცივილიზებული სამყარო საქართველოში დიქტატურის დამყარების მცდელობად და დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ომის შემადგენელ ნაწილად აღიქვამს, – ასე გამოეხმაურა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, სადაც ის საქართველოში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე საუბრობდა.
ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, თანმიმდევრული და მყარია ის პოლიტიკა, რომელსაც ემანუელ მაკრონი და სხვა დასავლეთის პოლიტიკური ხელმძღვანელები აკეთებენ ივანიშვილის ბანდის წინააღმდეგ.
“ევროპის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის, ემანუელ მაკრონის განცხადება კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკას მთელი ცივილიზებული სამყარო აღიქვამს, როგორც საქართველოში დიქტატურის დამყარების მცდელობას, რუსეთის ჰიბრიდული ომის ძალიან მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს – ცივილიზებული სამყაროსა და ევროპის წინააღმდეგ, ამიტომ რაც დღეს საქართველოში ხდება, არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის წინააღმდეგ გალაშქრება. შესაბამისად, ძალიან მტკიცე, თანმიმდევრული და მყარია ის პოლიტიკა, რომელსაც ემანუელ მაკრონი და სხვა დასავლეთის პოლიტიკური ხელმძღვანელები აკეთებენ ივანიშვილის ბანდის, როგორც რუსული ძალის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის ბრძოლასთან ერთად, ეს იქნება გარანტი ამ სისტემის დემონტაჟის,” – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთმა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის ბუნება შეცვალა და უფრო მკაცრი გახადა.
„ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა – ჩვენ ეს საქართველოში ვნახეთ, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.