პოლიტიკური გავლენის აგენტი, ეს ჩვენს ქვეყანაშიც აკრძალულია – ალექსანდრე რაქვიაშვილი

ევროკომისიის მიერ წარდგენილ “დემოკრატიის დაცვის პაკეტს”, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს, ოპოზიციაში ეხმაურებიან.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ევროპულ ვარიანტში საუბარია ს გავლენებზე და მას საქართველოსთან ინიცირებულ კანონპროექტთან კავშირი არ აქვს.
პარტია “გირჩის” წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, პოლიტიკური გავლენის აგენტი საქართველოშიც აკრძალულია.
“პოლიტიკური გავლენის აგენტი – ეს ჩვენს ქვეყანაშიც აკრძალულია. მე არ შემიძლია პოლიტიკური გავლენის ლობისტი ვიყო უცხოური ქვეყნის. ეს, დიდი ხანია, აკრძალული გვაქვს. მგონი, არც ყოფილა არასდროს ლეგალური. ამიტომ, ეს სიტყვებით თამაშია. სადმე სიტყვა “აგენტი” რომ გაჩნდება, ამას ჩაეჭიდებიან”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, ბექა ლილუაშვილმა.
“მე დეტალურად არ გამივლია, მაგრამ რაც ინფორმაცია მაქვს და რაც პოლიტიკური საფუძვლები ჰქონდა ამ კანონპროექტის ინიცირებას, ეს არის რუსეთის გავლენებთან დაკავშირებული მთლიანად საკითხი. ჩვენც კიდევ ერთხელ ვამბობთ, მე არ მაქვს არანაირი საწინააღმდეგო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ალტერნატიული კანონის პროექტი, რატომ არის კრიტიკულად მიუღებელი ამ ინიციატორთა ჯგუფისთვის”, – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ