ნათია მეზვრიშვილი: პია კაუმას ვიზიტის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ …

“პია კაუმას ვიზიტის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს არალეგიტიმური რეჟიმი აღარ და ვეღარ იღებს. „ოცნებას“ არავინ აღარაფერზე დაელაპარაკება ახალი არჩევნების გარდა,” – წერს სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი.

ცნობისთვის, პია კაუმას ვიზიტი 8-10 იანვარს იყო დაგეგმილი. ქართულმა პროდასავლურმა პოლიტიკურმა კოალიციებმა, საერთაშორისო პარტნიორებმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადებები გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ახლა ამ ვიზიტის შესაფერისი დრო არ იყო და იგი “ოცნებას” აძლევდა საბაბს, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად კიდევ ერთხელ გამოეცხადებინა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა