ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა.
 „დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე გადავდო ჩემი ვიზიტი საქართველოში იმ დრომდე, ვიდრე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა მეტად ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“ — წერს კაუმა X-ზე.
ცნობისთვის, პია კაუმას ვიზიტი 8-10 იანვარს იყო დაგეგმილი. ქართულმა პროდასავლურმა პოლიტიკურმა კოალიციებმა, საერთაშორისო პარტნიორებმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადებები გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ახლა ამ ვიზიტის შესაფერისი დრო არ იყო და იგი “ოცნებას” აძლევდა საბაბს, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად კიდევ ერთხელ გამოეცხადებინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული