უკრაინით ვაჭრობა 30 მილიარდ ევროდ – რას ითხოვს უნგრეთი უკრაინის სახსრებზე ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ს პოლიტიკური მრჩეველი ბალაშ ორბანი აცხადებს, რომ ბუდაპეშტი მზადაა გააუქმოს თავისი ვეტო უკრაინისადმი ევროკავშირის დახმარების ახალ პაკეტზე, თუ ბრიუსელი დათანხმდება თანხების განბლოკვას, რომლებიც გაყინულია უნგრეთში კანონის უზენაესობის შესახებ შეშფოთების ფონზე.
ევროპელი ლიდერები კვირის ბოლოს, სამიტზე აპირებენ ისტორიული გადაწყვეტილებების მიღებას სთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისა და 50 მილიარდი ევროს, ოთხწლიანი დახმარების პაკეტის მიწოდების შესახებ. პირველ რიგში, მათ უნდა გადალახონ უნგრეთის წინააღმდეგობები ორივე თემაზე.
“თუ ევროკავშირი დაჟინებით მოითხოვს, რომ უკრაინის დაფინანსება ევროკავშირის შესწორებული ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს, მაშინ ეს ორი საკითხი ერთმანეთს უკავშირდება”, – უთხრა ბალაშ ორბანმა “ბლუმბერგს” სამშაბათს.
უნგრეთის ლიდერის თანაშემწის კომენტარი კეთდება მას შემდეგ, რაც ევროკომისია აპირებს განბლოკოს ევროკავშირის 10 მილიარდი ევროს დაფინანსება, როგორც ჯილდო სასამართლო რეფორმებისთვის, რომელიც ბუდაპეშტმა განახორციელა სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ბრიუსელის შეშფოთების გადასაჭრელად.
მაგრამ დანარჩენი დაბლოკილი თანხები – დაახლოებით 11,7 მილიარდი ევრო – სავარაუდოდ დარჩება გაყინული ადამიანის უფლებების დაცვასთან, საჯარო კონტრაქტების გაფორმებასთან და ქვეყანაში აკადემიური თავისუფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების გამო.
ბუდაპეშტი ასევე ელოდება 10,4 მილიარდი ევროს გრანტებსა და იაფ სესხებს ევროკავშირის პოსტპანდემიური აღდგენის ფონდიდან, რომელიც ასევე დაბლოკილი უნდა იყოს მანამ, სანამ უნგრეთი არ განახორციელებს ანტიკორუფციული რეფორმების სერიას.
მიუხედავად ამისა, ორბანის თანაშემწემ თქვა, რომ ბუდაპეშტი ვეტოს მოხსნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელი გადასცემს მთელ გაყინულ ფულს, რაც დაახლოებით 30 მილიარდ ევროს შეადგენს.
პრემიერმინისტრის მრჩეველმა თქვა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ბუდაპეშტისთვის “წითელ ხაზად” რჩება და აღნიშნა, რომ კიევს უნდა შესთავაზონ ბლოკთან სტრატეგიული პარტნიორობა, რადგან მას ჯერ არ შეუსრულებია გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის კრიტერიუმები.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება სახალხო დაუმორჩილებლობა! – ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული უფლება!

ირაკლი ქადაგიშვილი „ძლიერი საქართველოს“ ინიციატივაზე – ერთმანეთს არ ენდობიან და სურთ, პირველი არც ერთი არ გადახტეს – ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა ჩამოამხონ