-ს ინფორმაციით, უცხო ქვეყნების 25 მოქალაქე, რომლებიც ნოემბერ-დეკემბრის აქციებში მონაწილეობდნენ, ქვეყნიდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტმა, უცხო ქვეყნების 25 მოქალაქე, რომლებიც ნოემბერ-დეკემბრის აქციებში მონაწილეობდნენ, ქვეყნიდან გააძევა.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოდან, ჯამში, სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე გააძევეს.
„გაძევებულ პირთა შორის, რომელთა მიმართაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში დაიწყო გაძევების პროცედურა, არიან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ და სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები – ჯამში 25 პირი. მათგან, 10-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია“, – ნათქვამია -ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2024 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 430 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 126% -ით აღემატება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს – ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად გვსურს

ირაკლი კობახიძე – ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია