რუსეთის არმიამ წუხელ 81 დრონით შეუტია უკრაინას

რუსეთის სამხედროებმა 3-დან 4 იანვრის ღამეს ს 81 დრონით შეუტიეს. უკრაინის შეიარაღებულ იძალების ინფორმაციით, ჩამოგდებულია 34 მათგანი.
უპილოტო საფრენი აპარატები განადგურდა პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ს, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქების თავზე. კიდევ 47 „დრონი-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა უარყოფითი შედეგების გარეშე“.
უკრაინის სამხედროთა ცნობით, ჩამოგდებულმა დრონებმა დააზიანეს სახლები ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში. დაშავებულთა რაოდენობას არ აზუსტებენ.
3 იანვარს ს ჯარებმა კიევს შეუტიეს მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატებით, რის შედეგადაც დაზიანდა სატვირთო ავტომობილი, დაიღუპა 1999 წელს დაბადებული მძღოლი. 4 იანვარს დილით ცნობილი გახდა, რომ ჩამოგდებული დრონით მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა 2002 წელს დაბადებული ქალი. კიდევ ერთი დაშავებული ადამიანი სარეანიმაციო განყოფილებაში იმყოფება.
ფორუმი