კონგრესმენები კონოლი და ტერნერი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მიესალმებიან – “ივანიშვილის ხელმძღვანელობით “ოცნებამ” საქართველო დაუახლოვა ერთპარტიული ავტორიტარიზმის რუსულ მოდელს”

კონგრესმენი, პალატის ზედამხედველობისა და სამთავრობო რეფორმების კომიტეტის რანგის წევრი და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, გერი კონოლი და დაზვერვის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ოლიგარქ, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მიესალმებიან.

“ჩვენ მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ, რისი მიზეზიც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ზიანის მიყენება გახდა. ივანიშვილის ხელმძღვანელობით “ქართულმა ოცნებამ” საქართველო დაუახლოვა ერთპარტიული ავტორიტარიზმის რუსულ მოდელს, როდესაც მიიღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, ძალადობა გამოიყენა საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ და შეაჩერა მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობის დაკისრება მათთვის, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობს, მათ შორის დამატებითი სანქციებით”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია