დანაყოფიდან გაქცევისთვის დამნაშავედ ცნეს ჯარისკაცი ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან, რომლის ძმაც უკრაინაში დაიღუპა

ნალჩიკის გარნიზონის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჯარისკაცი რუსლან ხასანოვი, თავისი დანაყოფის ნებართვის გარეშე დატოვებაში და მას ხუთი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ შემამსუბუქებლად მიიჩნია უკრაინის ომში მისი ძმის დაღუპვა.

2024 წლის ივლისში ხასანოვი, რომელიც კონტრაქტის საფუძველზე მსახურობდა, გაიქცა დანაყოფიდან და სექტემბრის ბოლომდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სახლში. მანამდე მისი ძმა ომში დაიღუპა და მის ნათესავებს არ სურდათ ხასანოვის სამსახურში დაბრუნება.

“ეხო.კავკაზას” ცნობით, გარნიზონის სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ თავად რუსლან ხასანოვი მონაწილეობდა “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში” (როგორც ოფიციალურად უწოდებს სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ–რედ.), რომელშიც ის არაერთხელ დაიჭრა. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ში დაიღუპა მისი ძმა, რომელსაც სიკვდილის შემდეგ მიენიჭა სიმამაცის ორდენი. თავად ბრალდებულსაც აქვს მიღებული მედალი სიმამაცისთვის და საბრძოლო ვეტერანის სტატუსი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძე – თუ ჭკუა შესწევთ, რამდენიმე ორგანიზატორი უნდა დატოვონ გარეთ, რომ აქცია იყოს მართვადი, თორემ ვნახეთ უმართავი ხალხი ნეპალში – რვა საათზე უკვე გადმობარებული უნდა იყოს ხელისუფლება, მოხდება მინისტრთა კაბინეტის შეთავაზებაც

სალომე ზურაბიშვილი – რეჟიმი ავითარებს კლასიკურ რუსულ სცენარს: „ოცნება“ ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს, ახალი შიშის დასანერგად – ამას ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და „ტიტუშკების” შეგზავნა მშვიდობიანი პროტესტის რიგებში – აგონია!