პრემიერ-მინისტრი ირაკლი ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ნიკო ლეკიშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს განვითარებაში.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბატონი ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო.
ბატონი ნიკო გამორჩეული ერთგულებითა და პროფესიონალიზმით ემსახურა ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს განვითარებაში.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მთელს საზოგადოებას”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ალტ ინფო” და ოპოზიციური ჯგუფები, „იგლ ჰილსის” ინვესტიციასთან დაკავშირებით ყალბ ვიდეოს ავრცელებენ, რომელშიც ე.წ. მაკლერების ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კადრებია გამოყენებული

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით. იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში. ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი