BBC – სამხრეთ კორეაში სამართალდამცავებმა იუნ სუკ იოლის დაპატიმრება ვერ შეძლეს

სამხრეთ კორეაში სამართალდამცავებმა იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაპატიმრება ვერ შეძლეს და პრეზიდენტის რეზიდენცია დატოვეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
“დაკავება პრაქტიკულად შეუძლებელია განხორციელდეს უწყვეტი დაპირისპირების გამო”, – განაცხადეს გამომძიებლებმა.
ამასთან, იუნ სუკ იოლის მომხრეები მისი რეზიდენციის გარეთ სკანდირებენ: “ჩვენ გავიმარჯვეთ!”
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეაში სამართალდამცავები იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დასაპატიმრებლად მის რეზიდენციაში მივიდნენ, მაგრამ პრეზიდენტის უსაფრთხოების გუნდმა მათ დაკავების ორდერის აღსრულების საშუალება არ მისცა.
სამხრეთ კორეის სასამართლომ იუნ სუკ იოლის დაკავების ორდერი ორი დღის წინ გასცა.
ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა იუნ სუკ იოლის მიერ საომარო მდგომარეობის გამოცხადება ამბოხება.
ამასთან, მან უგულებელყო საგამოძიებო ორგანოების არაერთგზის თხოვნა, მისულიყო დაკითხვაზე და მათთვის ოფისში ჩხრეკის ჩატარების უფლება მიეცა. იუნ სუკ იოლს უფლებამოსილება შეუჩერდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა ეროვნულმა ასამბლეამ 14 დეკემბერს მხარი დაუჭირა მის იმპიჩმენტს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადააყენოს ის პრეზიდენტის პოსტიდან თუ აღადგინოს თანამდებობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის