თეა ფირცხალავა: რაღა აღდგომა დღეს სასაფლაოებზე გადაშლილი სუფრები და რაღა გუშინ დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე გაშლილი ერთი გრძელი მაგიდა

“რაღა აღდგომა დღეს სასაფლაოებზე გადაშლილი სუფრები და რაღა გუშინ დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე გაშლილი ერთი გრძელი მაგიდა, გარს შემომსხდარი “ევროპოიდული” რასის ჭირისუფლებით, რომლებმაც ის ადგილი ჯერ გადაწვეს, დაანგრიეს, გაანადგურეს და მოსპეს, გუშინ კი, ეს ამაზრზენად ფარისეველი არსებები, იმავე ადგილზე მივიდნენ და გადამთიელების ფულით დაფინანსებულ ღონისძიებაზე როკვა და მოთქმა დაიწყეს.
ჰოდა, იყავით და მოთქვით, სანამ არ დაიღლებით, თან სხვის დაკრულზე იცეკვეთ, რაც ყველაზე კარგად გამოგდით!!!
ბიძია სემ, შენ დაუკა )))))” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეა ფირცხალავა.
ცნობისათვის, რუსთაველის გამზირზე პროტესტის მონაწილეები ახალ წელს ერთად შეხვდნენ. განსხვავებული საახალწლო ღამე აქ დილის ხუთი საათისთვის დასრულდა. შეკრება პარლამენტის შენობასთან საღამოს რვა საათზე დაიწყეს, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა და აქციის მონაწილეებმა საახალწლო სუფრა გაშალეს.აქციაზე, “სუხიშვილების” მოცეკვავეებმა შეასრულეს “დაისი”. ადგილზე იყო სხვადასხვა ბენდი და მუსიკოსი. აქციაზე იმყოფებოდნენ და ოპოზიციური პარტიების ლიდერები.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას