სალომე ზურაბიშვილი – ვისაც იმედი გქონდათ, მუხტი განელდება ახალი წლის ღამის მერეო, ესეც ვერ გათვალეთ – საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა არავის ეპატიება!

ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალი წლის ღამის მერეო, ესეც ვერ გათვალეთ! – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აქციის მონაწილეები “დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!”
“ვერ გათვალეთ, ვერც ამერიკის რეაქცია, ვერც “ვაიმარის სამკუთხედის” განცხადება, ვერც საფრანგეთის პრეზიდენტის მილოცვა, ვერც გერმანიის სანქციები, ეს კიდევ შეიძლება გასაგები იყოს და უცოდინარობას დავაბრალოთ, მაგრამ საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა ეს არავის ეპატიება! დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!” – წერს სალომე ზურაბიშვილი “ფეისბუქში”.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთ პოსტს X-ზე აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ “თუ ვინმე ფიქრობდა, საქართველოს პროტესტები შენელდებოდა ახალი წლის წარმოუდგენელი საღამოს შემდეგ… ის კვლავ დაბრუნდა და უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე”.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ხიდაშელი – სოხუმიდან ფრენების ფონზე თავმოყვარე ხელისუფლება საპირწონე ზომებს მიიღებდა – ქვეყანას რომ ჰყავდეს პრემიერ-მინისტრი, მას უკვე გამოცემული ექნებოდა აქტი რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების შეჩერების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს