ვინ მონაწილეობდა თბილისის მერიის იმიტირებულ საახალწლო კონცერტში, რომელიც, როგორც მედია იუწყება 31 დეკემბრამდე 4 დღით ადრე ჩაიწერა.
ღონისძიებას, რომელიც 85 წუთამდე გაგრძელდა, 23:59 საათზე დაიწყო. მას ლიზა ბაგრატიონი და კახა მიქიაშვილი უძღვებოდნენ. თავდაპირველად მაყურებელმა თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვას მოუსმინა, შემდეგ კი უკვე საკონცერტო ნომრები იხილა.
მონაწილეების სიას “რადიო თავისუფლება“ აქვეყნებს:
· ანსამბლი „ერისიონი“;
· ნატო მეტონიძე და ანსამბლი „შვიდკაცა“;
· რამაზ ჩიკვილაძე და „სამების საპატრიარქოს გუნდი“;
· ანსამბლები „რუსთავი“ და „მართვე“;
· გორის სულხან ცინცაძის სახელობის მუსიკალური კოლეჯის გოგონათა გუნდი (ხელმძღვანელი ნინო წიკლაური);
· ნატო მეტონიძე და ანსამბლი „ჰერიო“;
· ანსამბლი „აფხაზეთი“;
· „თეატრალური კვარტეტი“;
· სოფო ხალვაში;
· ანსამბლი „შვიდკაცა“ და კონსტანტინე ყიფიანი;
· მიშო ჯავახიშვილი;
· „პატრიარქის ნათლულთა გუნდი“;
· ჯგუფი „ფორტე“;
· „თბილისის ქალთა გუნდი“;
· ანსამბლი „ალილო“;
· ანსამბლი „შვიდკაცა“;
· „სამების საპატრიარქოს გუნდი“ სვიმონ ჯანღულაშვილის ხელმძღვანელობით;
· ანსამბლი „ჰერიო“.