ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებს თავისუფლების ეშინიათ, ამიტომ არის დღეს ასეთი მნიშვნელოვანი, რომ მხარი დავუჭიროთ ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს, ვინც თბილისში თავისი მომავლისთვის იბრძვის

რუსებს თავისუფლების ეშინიათ, ამიტომ არის დღეს ასეთი მნიშვნელოვანი, რომ მხარი დავუჭიროთ ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს, ვინც თბილისში თავისი მომავლისთვის იბრძვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ საახალწლო მიმართვისას განაცხადა.
„რუსებს თავისუფალი ხალხის ეშინიათ. იმის, რასაც არ იცნობენ. თავისუფლების ეშინიათ. ისინი პუტინის მმართველობის დროს დაიბადნენ, სკოლაში პუტინის დროს წავიდნენ, პუტინის მმართველობის ქვეშ მსახურობენ და მისი ავადმყოფური იდეებისთვის კვდებიან. ამიტომ არის დღეს ასეთი მნიშვნელოვანი, რომ მხარი დავუჭიროთ ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს. ვინც არ თმობს მას კიშინიოვში. ვინც თბილისში თავისი მომავლისთვის იბრძვის. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა ყველა ერთად ვიტყვით: „გაუმარჯოს ბელარუსს!“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რამიშვილის საქმის პროკურორი – როდესაც პირს ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული აქვს შენახვის უფლებით, დაცულ ადგილას უნდა იყოს შენახული – აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შემთხვევითობა პრაქტიკულად, გამორიცხულია

პროკურატურა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა