მეუფე ზენონი: თავისუფლება და სოლიდარობა საქართველოს სიყვარულისთვის დაპატიმრებულებს

“ჩვენი გულების დამბადებელმა ქრისტე ღმერთმა დაგვილოცოს ხვალინდელი დღე და წლები, ბედნიერ და სამართლიან საქართველოში.

ქრისტემ ნამდვილმა ღმერთმა და ნამდვილმა ადამიანმა მოგვანიჭოს გამარჯვება საკუთარ თავზე და მტერზე.

თავისუფლება და სოლიდარობა საქართველოს სიყვარულისთვის დაპატიმრებულებს. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა საქართველოს სიყვარულისთვის ვნებულებს.

ცხოვრება აჩვენებს ვინ მამაა და ვინ მამინაცვალი, ვინ ძმა არის და ვინ ძმის ნაცვალი.

ბედნიერი შობა-ახალ წელი გქონოდეთ!”,- წერს სოციალურ ქსელში დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი