გლდანის ციხესთან ლოზუნგით – „თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს” აქცია მიმდინარეობს

გლდანის ციხესთან აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, აქციების დროს დაკავებულების მშობლები და ოჯახის წევრები არიან შეკრებილი.
სოლიდარობის აქციის მონაწილეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ისინი სინდისის პატიმრები არიან.
გლდანის ციხესთან მისულ მოქალაქეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: „თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს”.
„ისინი ყველაზე მეტად თავისუფლები და ძლიერები არიან ახლა, მაგრამ ფიზიკურადაც ძალიან მალე იქნებიან თავისუფლები, რადგან „რუსული ოცნება” შავ დღეშია. ეს ადამიანები 2025 წელს იქნებიან ჩვენთან ერთად თავისუფლებაზე და ეს ქვეყანაც მათთან ერთად გათავისუფლდება”, – განაცხადა აქციის მონაწილემ, იგორ ნარმანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ