FT: 2025 წელს შესაძლებელია უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მიღწევა

ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი 2025 წლისთვის აქვეყნებს თავის პროგნოზებს, რომლებიც მოიცავს მსოფლიოს საკვანძო მოვლენებსა და ტენდენციებს.
ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ რუსეთსა და ს შორის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლებელია, მაგრამ საჭიროებს -ის მხრიდან მნიშვნელოვან ზეწოლას, მათ შორის სანქციების გაზრდას. ავტორები აღიარებენ, რომ შესაძლოა უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დათანხმდეს ტერიტორიულ დათმობებს.
ეკონომიკის სფეროში პროგნოზის თანახმად, თეთრ სახლში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ს დაბრუნებამ შეიძლება გამოიწვიოს სავაჭრო ომის ესკალაცია, კერძოდ, ჩინურ იმპორტზე ახალი ტარიფების შემოღებით. ტრამპი, სავარაუდოდ, 10%-იან ან უფრო მაღალ ტარიფებს დააწესებს იმპორტის მნიშვნელოვან ნაწილზე, განსაკუთრებით ჩინეთიდან, მაგრამ ასევე შესაძლოა მექსიკიდან და კანადიდან, ნათქვამია გამოცემაში.
ამავე დროს მოსალოდნელია კრიპტოვალუტების მნიშვნელოვანი ზრდა: ბიტკოინმა შეიძლება 200 ათას დოლარს მიაღწიოს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ კრიპტოაქტივების მხარდაჭერის წყალობით.
ტექნოლოგიას რაც შეეხება, ვარაუდობენ, რომ ს სფეროში გამოჩნდებიან აგენტები, რომლებიც შეძლებენ მომხმარებლებისთვის რუტინული ამოცანების ავტომატიზაციას.
საავტომობილო მრეწველობაში, მიუხედავად ახალი მოდელების გამოშვებისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ელექტრომობილები გადააჭარბებენ გლობალური გაყიდვების 25%-ს. ამის მიზეზად ასახელებენ ინტერესის შემცირებას ჩინეთის ფარგლებს გარეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას

პროკურორი – მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა 18 წლის ბიჭმა გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ბრალდებულმა ის “რატის ბარის” უკანა სივრცეში ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა, დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, დაჭრილი მიატოვა და სუფრასთან დაბრუნდა