ჯიმი კარტერის დაკრძალვა 9 იანვარსაა დაგეგმილი

9 იანვარს ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ, ჯიმი კარტერს დაკრძალავენ, რომელიც კვირას, 29 დეკემბერს 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, პრეზიდენტ კარტერის დაკრძალვის ცერემონიალის დღის გამოცხადებასთან ერთად, ქვეყანაში ყველა სახელმწიფო შენობაზე დროშების ნახევრად დაშვების ბრძანება გასცა. ჯიმი კარტერის პატივსაცემად, ქვეყანაში ერთი თვის განმავლობაში დროშები ნახევრად დაშვებული დარჩება.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 9 იანვარი ასევე ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა. ბაიდენის ბრძანებით, ფედერალური მთავრობის ყველა ოფისი 9 იანვარს, ხუთშაბათს, ამერიკის 39-ე პრეზიდენტის მიმართ, პატივისცემის ნიშნად, დაიხურება და არ იმუშავებს.
„მოვუწოდებ ამერიკელ ხალხს, შეიკრიბონ იმ დღეს თავიანთ სალოცავ ადგილებში, რათა პატივი მიაგონ პრეზიდენტ ჯეიმს ერლ კარტერ უმცროსის ხსოვნას“, – თქვა ბაიდენმა კვირას გვიან გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში. „მოვუწოდებ მსოფლიოს ხალხს, ვინც იზიარებს ჩვენს მწუხარებას, შემოგვიერთდნენ”.
9 იანვარს ამერიკის დედაქალაქის მთავარ საკათედრო ტაძარში ამერიკის ყველა ცოცხალი პრეზიდენტი შეიკრიბება, რათა ბოლო გზაზე გააცილონ ჯიმი კარტერი.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე