„ოცნების“ პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას“

2025 წელს, საქართველოს სახელმწიფო ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, უმძიმესი პრობლემებითა და პრაქტიკულად, საერთაშორისო იზოლაციაში ხვდება. შეჩერებულია სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. შეჩერებულია ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროცესი. დღის წესრიგში დგას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის საკითხი.
საპარლამენტო ს შედეგების გაყალბების, მიტინგების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არის „ქართული ოცნების“ არაერთი ლიდერი და მაღალჩინოსანი, მათ შორის .
-ის და ევროკავშირის გარდა, ისეთმა მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, როგორიც დიდმა ბრიტანეთია თბილისთან გაყინა „უორდროპის სტატეგიული დიალოგი“, შეაჩერა დახმარებები თავდაცვის და კიბერუსაფრთხოების კუთხით.
საქართველო ს წინაშე მარტო რჩება. მინდა რიტორიკული შეკითხვა დავსვა, ომის საფრთხე როდის უფრო მეტია? როდესაც საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს გვერდით თუ როდესაც საქართველო მარტო, იზოლირებული და არალეგიტიმური ხელისუფლებით იქნება წარმოდგენილი საერთაშორისო მოლაპარაკებების მაგიდაზე?! ანდრო გოცირიძე
ანალოგიურად მოიქცნენ: გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, შვედეთი, , პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვა ევროპელი პარტნიორები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან აქტიურად ედგნენ მხარში.
„ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის კატასტროფაა, ბუნებრივია“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ უსაფრთხოების სპეციალისტმა, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ყოფილმა დირექტორმა ანდრო გოცირიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ეს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები, მრავალწლიანი და მრავალმილიონიანი დახმარება, კონკრეტულ თანხებამდე დაიყვანოს-დააკონვერტიროს, რაც საშიში მანიპულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
ანალიტიკოსის აზრით, „მაგალითად, ამბობენ რომ აშშ-ს მხოლოდ 6 მილიარდი დოლარი აქვს აქ დახარჯული და ჩვენ ამ თანხას დავაკომპენსირებთო. ეს ასე არ არის! იმიტომ, რომ სტრატეგიული პატრიონობა და თანამშრომლობა მოიცავს არა მხოლოდ ფინანსურ დახმარებას, არამედ, ექსპერტულ, ტექნოლოგიურ და გნებავთ, ნდობისა და თავსებადობის საკითხებს.
იგივე, დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვნად ეხმარებოდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაში. ს როლი უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში, მსოფლიოში ჩვენი როგორც კიბერუსაფრთხო ქვეყნის იმიჯის განმტკიცებაში…
ამერიკელებზე საუბარიც არ მაქვს. მაგალითისთვის, ერთ ციფრს მოვიყვან, საქართველოს თავდაცვის ძალების ათეულ ათასობით ჯარისკაცმა და ოფიცერმა გაიარა წვრთნა და აღჭურვილია ამერიკული სტანდარტის მიხედვით. აღარაფერს ვამბობ, ჩვენი პარტნიორების მხრიდან არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაზე, საქართველოს მეგობართა ჯგუფზე, რომლებთან ერთადაც ჩვენ რუსეთს წინააღდეგობას ვუწევდით და ვდავობდით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
“გერმანია ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღიდან, უპრეცედენტოდ დიდ დახმარებას უწევს ჩვენს სახელმწიფოს და ახლა იძულებულია შეაჩეროს დახმარება, იმიტომ რომ დღეს ქვეყანაში ხელისუფლება მიტაცებული აქვს რუსულ რეჟიმს”
აი, ეს სტარტეგიული პოლიტიკური, სამხედრო და ტექნიკური დახმარება საბოლოოდ რომ შეწყდება, საქართველო ბუნებრივია რუსეთის წინაშე მარტო რჩება. მე მინდა ასეთი რიტორიკული შეკითხვა დავსვა, ომის საფრთხე როდის უფრო მეტია? როდესაც საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს გვერდით თუ როდესაც საქართველო მარტო, იზოლირებული და არალეგიტიმური ხელისუფლებით იქნება წარმოდგენილი საერთაშორისო მოლაპარაკებების მაგიდაზე?!
აი, რუსეთი და აშშ, რუსეთი და ნატო თუ დაჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან, საქართველოს როდის უფრო ძლიერი პოზიციები ექნება, როდესაც ნატოსთან და ევროკავშირთან აქტიური მოლაპარაკებები და პარტნიორობა აქვს, თუ როდესაც დასავლეთი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს?! აი, ეს არის ის, რაც მეტყველებს, რომ „ოცნების“ პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას“ – მიაჩნია ანდრო გოცირიძეს.
სამხედრო დახმარების შეწყვეტის შემდეგ, გასულ კვირას, გერმანიამ თბილისს 237 მილიონი ევროს ღირებულების (695 მილიონი ლარის) პროექტების დაფინანსებაც გაუყინა. „ეს არის რეაქცია საქართველოს მიერ ევროკავშირის გზის დატოვებასა და პროტესტების ჩახშობაზე. ჩვენ შევწყვიტეთ მწვანე წყალბადის, ენერგოქსელის, ს წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება“ – აღნიშნა გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა.
“გერმანია ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღიდან, უპრეცედენტოდ დიდ დახმარებას უწევს ჩვენს სახელმწიფოს და ახლა იძულებულია შეაჩეროს დახმარება, იმიტომ რომ დღეს ქვეყანაში ხელისუფლება მიტაცებული აქვს რუსულ რეჟიმს, მიტაცებული აქვს ჯგუფს, რომელიც პირდაპირ ეწინააღდეგება დასავლურ ინტერესებს“ – ამბობს ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, ყოფილი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში სალომე სამადაშვილი.