ვენესუელაში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 413 ადამიანს გაათავისუფლებენ

ვენესუელაში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 413 ადამიანს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ვენესუელის გენერალურ პროკურორზე, ტარეკ სააბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვენესუელის გენერალური პროკურორის, ტარეკ სააბის ცნობით, საპრეზიდენტო ს შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთაგან უკვე 1369 ადამიანი გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, ვენესუელის საარჩევნო ორგანომ 28 ივლისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა. არჩევნების შემდეგ ვენესუელაში საპროტესტო აქციები დაიწყო და ხელისუფლებამ 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებში მათმა კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა, რომელმაც მოგვიანებით ქვეყანა დატოვა. ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესს აღიარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გენო ოსიყმაშვილი: ქეთას ერთხელაც არ შეშლია არც კოლეგიალობა, არც მეგობრობა და, რაც ყველაზე მთავარია – მოქალაქეობრიობა. როგორ შეიძლება ქვეყნისთვის უკეთესი იყოს ასეთი ადამიანის ციხეში ყოფნა?

გიორგი შარაშიძე – ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ვერავინ გვიკარნახებს კრიტერიუმებს, როგორი უნდა იყოს ოპოზიციონერობა – პარლამენტში ვისარგებლებთ უკლებლივ ყველა ინსტრუმენტით – „ოცნებას“ გინების არ ეშინია, ეშინია ჯანსაღი ოპონირების