მომხმარებლის დაცვის ეროვნული სტრატეგიის მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა

მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ექვსი მარეგულირებელი უწყების მიერ შემდგარი მმართველი კომიტეტი შეიკრიბა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად – 2025 წელს განსახორციელებელი საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, მმართველი კომიტეტი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის, “სემეკის”, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისგან შედგება, რომელიც 2024 წელს მომხმარებლის დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგის საფუძველზე შეიქნა. საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სტრატეგია, 2024-2027 წლებში, 6 მარეგულირებელი უწყების ერთობლივ აქტივობებს მოიცავს.
„სტრატეგიის დოკუმენტი დარგის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შესახებ ანგარიშის მომზადებას, სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, მომხმარებლებისა და ბიზნესის ცნობიერების ამაღლებას და სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს მოიცავს, რომელიც სექტორში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად მნიშვნელოვანია.
სტრატეგიის მიზანია, ერთობლივ ფორმატში – ეროვნულ დონეზე, მომხმარებლის ჯგუფური და ინდივიდუალური ინტერესების თანაბრად და ეფექტიანად დაცვა, რომელმაც მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო მეტი გარანტიების შექმნა უნდა უზრუნველყოს როგორც მომხმარებლებისთვის, რადგან მათი უფლებები იყოს უფრო მეტად დაცული და გარანტირებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს