რუსეთმა 31 დეკემბრის ღამეს უკრაინის ტერიტორიას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, ქვეყნის დედაქალაქში, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ კიევში საჰაერო თავდაცვა მოქმედებს.
ამასთან, რუსეთის არმიამ უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე მიმართულებით შეუტია. დრონები დაფიქსირდა პოლტავას ოლქის სამხრეთ ნაწილში, სუმისა და პოლტავას ოლქების საზღვარზე, ასევე სუმის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში.