არსებული ინფორმაციით, ბოლნისის საავადმყოფოში მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული ცხრა პირი შეიყვანეს

არსებული ინფორმაციით, ბოლნისის საავადმყოფოში მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული ცხრა პირი შეიყვანეს.
“პირველ არხს” ბოლნისის საავადმყოფოში განუცხადეს, რომ დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმე იყო.
ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებელის ინფორმაციით, ერთი დაშავებული თვალ-გუგის დაზიანებით თბილისში გადაიყვანეს, ხოლო მეორეს ყბა-სახის მძიმე დაზიანება აქვს და ასევე თბილისში ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ.
როგორც ცნობილია, სოფელ ნახიდურთან ორ არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში მიყვანისთანავე.
მომხდარის გამო ადგილზე დაპირისპირება იყო. არსებული ცნობებით, მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ კანდრებში ჩანს, რომ ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული, მათ შორის არიან ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ნიღბებში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ