მარნეული-ბოლნისის გზაზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაიღუპა, სამართალდამცველები არიან მობილიზებული

არსებული ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მოზარდიც დაიღუპა.
როგორც ცნობილია, სოფელ ნახიდურთან ორ არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ამასთან, როგორც “ინტერპრესნიუსს” ადგილობრივებმა განუცხადეს, დაშავებულია კიდევ ორი პირი.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ კანდრებში ჩანს,რომ ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული, მათ შორის არიან ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ნიღბებში.
ამასთან, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ, რის გამოც საავტომობილი მოძრაობა შეზღუდული იყო.
„ინტერპრესნიუსი“ ამ დრომდე ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროში დააზუსტოს ინფრომაცია და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.