ავტოსაგაზო შემთხვევას ორი არასრუწლოვანი ემსხვერპლა – დაპირისპირება ბოლნისში

დაძაბულობაა ბოლნისში, სადას გზაზე ავტომობილი ორ არასრულწლოვანს დაეჯახა.
რადიო “მარნეულის” ინფორმაციით, ავარიის შედეგად 16 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 17 წლის ბიჭი “ავერსის” კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
რადიო მარნეული იუწყება, რომ შემთხვევის ადგილზე მისული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა მოსახლეობამ ამოატრიალა, რადგან ექიმები პირველად დახმარებას იმ მანქანის მძღოლს უწევდნენ, რომელიც არასრულწლოვნებს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფოს თანამშრომლები ბოლნისში გადაიყვანეს.
ბოლნისში მობილიზებულია სპეცრაზმიც. ჯერჯერობით არ ავრცელებს არანაირ ინფორმაციას.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა