„ავერსში“ აცხადებენ, რომ ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე „ხარებამ“ კლინიკაში კვლევები ჩაიტარა

„ავერსის კლინიკაში“ აცხადებენ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“, 30 დეკემბერს, შუადღეს, კლინიკაში კვლევებზე იმყოფებოდა.
როგორც კლინიკაში „ინტერპერსნიუსს” განუცხადეს, ზვიად ხარაზიშვილმა კლინიკა უკვე დატოვა.
„კვლევაზე იყო მოსული. ჩვეულებრივ ჩაიტარა კვლევა და დატოვა კლინიკა. შუადღეს იყო მოსული“, – აცხადებენ ავერსის კლინიკაში.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი ჰოსპიტალიზებულია.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ზვიად ხარაზიშვილს მხრის არეში მრავლობითი „დაზიანებები აქვს მიყენებული, რაც მხოლოდ მექანიკური ზემოქმედებით არის გამოწვეული“.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ