აშშ-მა უკრაინას თითქმის 2,5 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევს თითქმის 2,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს.
„დღეს სიამაყით ვაცხადებ თითქმის 2,5 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ უკრაინის დასახმარებლად უსაფრთხოების სფეროში, ვინაიდან უკრაინელი ხალხი განაგრძობს საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვას რუსეთის აგრესიისგან,“ ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
მანამდე მორიგი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, სახსრების ნაწილი გამოიყოფა უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის (USAI) ფარგლებში.
ეს დახმარება ითვალისწინებს ბრძოლის ველზე ამჟამად სასწრაფოდ საჭირო იარაღის მიწოდებას, ასევე საჰაერო თავდაცვის, არტილერიისა და სხვა მნიშვნელოვანი სახეობების შეიარაღების მიწოდებას გრძელვადიან პერსპექტივაში.
„თავდაცვის სამინისტრო იმყოფება ასიათასობით საარტილერიო ჭურვის, ათასობით რაკეტისა და ასობით ერთეული ჯავშანტექნიკის მიწოდების პროცესში, რომლებიც გააძლიერებს უკრაინის პოზიციებს მოახლოებული ზამთრის პირობებში. ჩემი მითითებით აშშ დაუღალავად გააგრძელებს მუშაობას ამ ომში უკრაინის პოზიციების გაძლიერებაზე იმ დროის განმავლობაში, სანამ მე ვრჩები ხელისუფლებაში,“ დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა