დონალდ ტრამპს არსად არ მიუწვევია, არის ამერიკელი კუბილიუსი, რომელმაც მიიწვია მოქალაქე ზურაბიშვილი აშშ-ში

დონალდ ტრამპს არსად არ მიუწვევია, არის ამერიკელი კუბილიუსი, რომელმაც მიიწვია სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოქალაქე ზურაბიშვილი საერთოთ აღარ არის საინტერესო.
„დონალდ ტრამპს სალომე ზურაბიშვილი არსად არ მიუწვევია, არის ამერიკელი კუბილიუსი, რომელმაც მიიწვია სალომე ზურაბიშვილი, მოქალაქე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის ამერიკელი კუბილიუსი, ძალიან მარტივად შემიძლია გითხრათ.
ჩვენ არ ველოდებით ამერიკელი კუბილიუსისგან მოწვევას. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა