ანატოლი ანტონოვი – ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში მოგზაურობა ფუჭი აღმოჩნდა, კიეველი მათხოვრით ყველა დაიღალა

ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში მოგზაურობა ფუჭი აღმოჩნდა. არ გამოვიდა იმაში დარწმუნება, რომ უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეერთებული შტატების უსაფრთხოება, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
“ზელენსკის მოგზაურობა ფუჭი აღმოჩნდა. არ გამოვიდა იმაში დარწმუნება, რომ უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეერთებული შტატების უსაფრთხოება. ყველა დაიღალა კიეველი მათხოვრით”, – განაცხადა ანტონოვმა.
მან შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და კიევისთვის იარაღის მიწოდების გამო გააკრიტიკა.
“ზელენსკის არაფერი ეშველება, მაგრამ ამერიკელები რისკავენ, კიდევ უფრო მეტად ჩაეფლონ უკრაინის კონფლიქტის ჭაობში”, – აღნიშნა რუსეთის ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!