სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება

ჟურნალისტი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება:

“სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლიდან ბოლო ბრიფინგი გამართა; ის გადის ორბელიანების სასახლიდან; ამით მან, ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ნამდვილად ევროპული სტანდარტის პოლიტიკოსია. მან ამ ნაბიჯით არ შექმნა ფონი უაზრო, უსაგნო დაპირისპირებისთვის შენობიდან გასვლა-არგასვლის ირგვლივ. მახსოვს, წლების წინ მიხეილ სააკაშვილის გუნდს რომ დაუპირისპირდა და მისი ცნობილი ” ქაჯები მიდიან…” გზავნილით ხალხი იპოდრომზე მოიწვია, მისი გადაცემაში მიწვევა მინდოდა და იპოდრომზე წავედი მეც. იქ ვერ დაველაპარაკე, გადაცემაში კი მოვიდა .ბევრჯერ კარგად ვერ ვხვდებოდი მის ნაბიჯებს, ბევრი რამ მიკვირდა მისგან, მაგრამ მაშინაც და დღესაც ვრწმუნდები: ის ნამდვილი პოლიტიკოსია. ევროპული ყაიდის, ასე ორგანულად რომ შეერწყა ქართულ პოლიტიკას. დანარჩენს პოლიტიკური მოვლენები გვიჩვენებს. ახლა გადაცემა რომ მქონოდა, ისევ წავიდოდი და მოვიწვევდი წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ხალხის მიერ პირდაპირი წესით ბოლოჯერ არჩეულ მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ჩვენს სამშობლოს!”- წერს ეკა ხოფერია.

ასევე დაგაინტერესებთ

თაკო ჩარკვიანი: მშვიდობით, მუდამ ახალგაზრდა და მოაზროვნე დიდო მოხუცო პატრიარქო… და თუ გამიმართლა მე მოკვდავს, მაშინ რიდით გეტყვით ჯანსუღის სიტყვებით: ასე დავემშიდობე მამას, დედას და ძმას: “მშვიდობით არა, ნახვამდის”

არჩილ გამზარდია: პატრიარქის გარდაცვალების მეორე დღიდანვე დაიწყო მიტროპოლიტ შიოსგან ახალი არქეტიპის ფორმირების მცდელობა… არ ვიცი, რა უნდა ვიფიქრო მღვდელმთავარზე, რომელიც ახალგარდაცვლილი პატრიარქის გლოვის ნაცვლად საკუთარ რეკლამინგზე მუშაობს