ირაკლი ჩიქოვანი სანქციებზე – სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ზეწოლის მექანიზმად არის გამოყენებული

ხშირია მომენტები, როდესაც ჩვენ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში ვსაუბრობთ – შეიძლება, საზოგადოებისთვის ეს თავიდან დაუჯერებელი იყოს და ამაში ბევრმა ადამიანმა შეიტანოს ეჭვი, დასვას კითხვის ნიშანი, თუმცა საბოლოოდ, ეს ყველაფერი მართლდება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან -ის მხრიდან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მიმართ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ზეწოლის მექანიზმად არის გამოყენებული.
„ხშირია მომენტები, როდესაც ჩვენ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში ვსაუბრობთ. შეიძლება, საზოგადოებისთვის ეს თავიდან დაუჯერებელი იყოს და ამაში ბევრმა ადამიანმა შეიტანოს ეჭვი, დასვას კითხვის ნიშანი, თუმცა საბოლოოდ, ეს ყველაფერი მართლდება. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ზეწოლის მექანიზმად არის გამოყენებული. მაგრამ, ცხადია, „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერი, მათ შორის საპატიო თავმჯდომარეც, თავის სამიზნედ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს იღებს“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.