ლევან მგალობლიშვილი – იქნება ყველას პრეზიდენტი, მათი ეროვნების, რელიგიური კუთვნილების თუ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად

დღეიდან საქართველოს უკვე ოფიციალურად ახალი პრეზიდენტი ჰყავს! დარწმუნებული ვარ, იქნება ყველას პრეზიდენტი, მათი ეროვნების, რელიგიური კუთვნილების თუ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, – ამის შესახებ ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე განაცხადა.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს გაერთიანება მხოლოდ საზოგადოების ერთიანობით არის შესაძლებელი.
„მხოლოდ ჩვენი საზოგადოების ურთიერთპატივისცემით და ერთიანობით მივაღწევთ ჩვენს უმთავრეს მიზანს – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა, რომლის კომენტარსაც ს მთავრობა ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტში დღეს მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა, რომელიც საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტის თანამდებობაზე ხუთი წლის ვადით აირჩია.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ივანიშვილისთვის აშშ-ს სანქციები დიდი დარტყმაა. გაუნათლებელმა, ძალაუფლება/ფულზე დახამებულმა ქოცებმა დაარწმუნეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ პრაქტიკულად არაფერს მოიმოქმედებდა. ამიტომ ხელები გაშალა და რუსულ ნავთობს კარები გაუღო