„შავ ბაზარზე გამოჩნდა ნარკოტიკი, რომელიც შეიცავს უმძიმეს მინარევებს“ – ზურა სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს და სოციალურ ქსელში წერს:
„მეგობრებო, ვიცი, რომ ეს შესაძლოა ყველაზე შესაბამისი დრო არ იყოს, მაგრამ არ შეიძლება რომ არ გაგაფრთხილოდ!!
უკვე ორი დღეა, რაც შავ ბაზარზე გამოჩნდა ნარკოტიკი, რომელიც შეიცავს უმძიმეს მინარევებს. მისი გამოყენება იწვევს ზედოზირებას, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში – გულის რევას, ძლიერ ალერგიულ რეაქციებს, მაღალ ტემპერატურას, სუნთქვის უკმარისობას და სხვა სერიოზულ გართულებებს.
ასევე, ნარკოტიკებში კვლავ დაფიქსირდა ფენტანილის შემცველობა, რაც განსაკუთრებით საშიშია. გთხოვთ, იყოთ ფრთხილად! უკვე დაფიქსირდა მრავალი შემთხვევა მძიმე ინტოქსიკაციისა და გართულებების.
რას ვაკეთებთ ასეთ შემთხვევაში?
1. არასდროს ვიყენებთ უცნობ ნივთიერებებს.
2. ინტოქსიკაციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ვუკავშირდებით 112-ს ან მივმართავთ ახლომდებარე კლინიკას.
3. ზედოზირების ნიშნების განვითარების შემთხვევაში აუცილებლად ვიძახებთ 112-ს და ვიყენებთ ნალტრექსონს (თუ ეს შესაძლებელია).
გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ და სხვა ადამიანების სიცოცხლეს!
ფრთხილად იყავით!“

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – უპრეცედენტო და უნიკალურია ის ამბავი, რომ ამ რაოდენობის პროტესტანტი ციხეში გაცნობიერებულად შედის, გახარიას პარტია კი გახდა რეჟიმს ნაწილი – გახარია ცდილობს, ეპატიოს ის წყენა, რაც ივანიშვილს და მის შორის არსებობდა

ლევან მაჭავარიანი – გახარიას შეეფერება ფრაზა: „მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, თავის ღალატსაც ღალატობს“, უცხოეთიდან გვმოძღვრავს, თითქოს, სამშობლოს ერთგულებაზე საუბრობს – „ლელოს“ რომ გაუერთიანდით, ლიდერებს არ შერცხვათ?