უკრაინის ცნობით, ნიკოლაევსკის ოლქში ღამით ჩამოაგდეს ცხრა დრონი

უკრაინის ნიკოლაევსკის ოლქის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღამით ჩამოაგდო ცხრა დრონი – ტელეგრამით იუწყება რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი.
კიმის თანახმად, დრონების ერთ-ერთი სამიზნე იყო ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ობიექტი. დრონის ნატეხების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი საწარმოს ტერიტორიის ადმინისტრაციულ შენობაში, დაიჭრა ერთი პირი.
ქალაქ ოჩაკოვში შაბათს “შაჰედის” ტიპის დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა სამეურნეო ნაგებობებს და რეკრეაციისთვის განკუთვნილ სახლს, იქ დაშავებულები არ არიან – წერს კიმი.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა ასევე გაუშვა ექვსი საზენიტო რაკეტა, განცხადებაში დაზუსტებული არ არის მათი სამიზნე საჰაერო იყო თუ სახმელეთო.
ს ხელისუფლება არ აღიარებს ცნობებს, რომ მისი არმია სრულმასშტაბიანი ომის დროს მიზანმიმართულ დარტყმებს ახორციელებს უკრაინის ქალაქების და სოფლების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება