გია ვოლსკი – მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, ვინც ხალხის გვერდით იდგება და არა ისე, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა – „ხალხთან, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა“ – უამრავ სასიკეთო საქმეს, მეცენატობას ჩაუდგება სათავეში

მიხეილ ყაველაშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც თავის ქვეყანას პრობლემებს შეუქმნის. ის არის ადამიანი, ვინც ხალხის გვერდით იდგება და არა ისე, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა – „ხალხთან, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ყაველაშვილს არ აქვს ამბიცია, რომ ხალხზე უფრო მაღლა იდგეს.
„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები გვქონდა, მარგველაშვილთან დაკავშირებით პრობლემები გვქონდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით პრობლემები იყო. მიხეილ ყაველაშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც თავის ქვეყანას პრობლემებს შეუქმნის. ის არის ადამიანი, ვინც ხალხის გვერდით იდგება და არა ისე, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა – „ხალხთან, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა“. არ აქვს ეს ამბიცია, რომ უფრო მაღლა იდგეს. ის დაიცავს კონსტიტუციას. ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც განმსჭვალულია ქვეყნის სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით; ზუსტად ესმის თავისი მოვალეობა და ფუნქცია და უამრავ სასიკეთო საქმეს – მეცენატობას ჩაუდგება სათავეში, იქნება ინიციატორი. ადამიანი, რომელიც თავის მოვალეობას შეასრულებს იმ კონსტიტუციურ ფორმატში, ჩარჩოებში, რომელიც განსაზღვრული აქვს საქართველოს პარლამენტს. ასე რომ, მას წარმატება ვუსურვოთ, ღმერთმა დალოცოს საქართველო და მისი პრეზიდენტი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”