სანქციებზე – არაფერი იცვლება, ვაგრძელებთ ქვეყნის ინტერესების დაცვას

არაფერი იცვლება, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, – ასე უპასუხა თბილისის მერმა და „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ რას შეცვლის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ -ის მიერ დაწესებული სანქციები.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქვეყნის ინტერესები არ და ვერ დაითმობა“.
„არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ მუდმივი ზეწოლის, შანტაჟის მიუხედავად, ხან კანდიდატის სტატუსით გვაშანტაჟებენ, ხან მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხით, ხან პირადი სანქციებით და ა.შ., ქვეყნის ინტერესები არ და ვერ დაითმობა. ჩვენ დავიცავთ საქართველოს, დავიცავთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს.
პარტნიორობას და ურთიერთობებს რაც შეეხება, ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ. მზად ვართ ურთიერთობისთვის და გვჯერა იმისიც, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში, მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, ყველაფერი დარეგულირდება და იქნება ისე, როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობას შეეფერება“,- განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ