,,ახალ არჩევნებამდე ვცნობთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის ერთადერთ კანონიერ პრეზიდენტად“ – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:
,,რაც შეეხება დღევანდელ საპრეზიდენტო ვაკხანალიას,მიუხედავად იმისა,რომ ქალბატონი ზურაბიშვილი, თავის დროზე პრეზიდენტად განაწესა ივანიშვილმა,მოსკოვის დავალებითაც მათ შორის,იმის მიუხედავად,რომ უამრავი კითხვები გვაქვს ამ პერსონასთან, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ადამიანთა უფლებების ხელყოფიდან დაწყებული,დავით გარეჯის დაკარგვით გაგრძელებული და ოლიგარქიული დიქტატურის დამყარებით დაგვირგვინებული,ასევე იმის მიუხედავად,რომ ჩვენს აწყობილ საქმეებს, ივანიშვილის დროულად დასანქცირებაზე უცხოეთში, სწორედ ზურაბიშვილი შლიდა და შარლ მიშელის ტრაქტატი თუ წინა პარლამენტში ოპოზიციის შეყრა მისი დამსახურებაცაა,აგრეთვე მიუხედავად იმისა,რომ ახლანდელი ს წინ,მასთან გამოჩეკილ ოთხ ძირითადად ცრუ ოპო–პარტიასთან ერთად, ხელისუფლებასთან შეთანხმებით,ორგანიზება გაუწია ლეიბორისტული პარტიისათვის ხმების მასობრივად გაყალბებას, ჩვენს სატელევიზიო ბლოკირებას ტვ პირველზე,მთავარ არხზე და ფორმულაზე, რაც დღემდე გრძელდება,აი ყველაფერ ამის მიუხედავად,ახალ არჩევნებამდე,რაც მალე იქნება, ვცნობთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის ერთადერთ კანონიერ პრეზიდენტად და მადლობას ვუხდით ყველა დემოკრატიულ,მეგობარ ქვეყანას ვინც იზიარებს იგივე პოზიციებს. ახალი არჩევნების შემდეგ სასწრაფოდ შესაცვლელი იქნება კონსტიტუცია,რათა პრეზიდენტი აირჩიოს ხალხმა და მხოლოდ ხალხმა. მადლობა ღმერთს,რომ ს პირად–ოჯახური ინტერესები ახლა მაინც დაემთხვა ქვეყნის ინტერესებს.”

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ცინიზმია, როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ კანონი, რომელიც უნდა მიიღონ, ექსტრემიზმისა და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვაზეა – როდესაც საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის წახალისებას, საუბარი, თითქოს სხვა განზრახვები აქვთ, არასერიოზულია

შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკისადმი წერილზე – პასუხი ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელია, რომ ევროკავშირიდან და ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოში ექსტრემიზმი ფინანსდება და ეს არის წითელი ხაზი, რომლისგანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს