მედია: რას ნიშნავს OFAC-ის სანქცია და შეეხება თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახს?

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ -ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, “რო­გორც რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პირ­ზე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე და მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ზე სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გად რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი წეს­დე­ბა. შე­ზღუდ­ვე­ბი ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა ტრან­ზაქ­ცი­ა­ში, რო­მელ­შიც ივა­ნიშ­ვი­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყო­ფი ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პა­ნია მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა ის მას პირ­და­პირ თუ არა­პირ­და­პირ აკონ­ტრო­ლებს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად თუ ჯგუ­ფუ­რად, 50%-ს თუ მეტს”.

-ის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის შემ­დეგ, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი Credit Suisse-თან სინ­გა­პურ­ში და­ვის შე­დე­გად მო­გე­ბულ თან­ხას ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ვერ მი­ი­ღებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ვკი­თხუ­ლობთ სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მიერ გა­მო­ცე­მულ “გე­ნე­რა­ლუ­რი ლი­ცენ­ზია #116“-ში.

გუ­შინ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უამ­რა­ვი კი­თხვა და­ის­ვა – შე­ე­ხო თუ არა სან­ქცი­ე­ბი ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახს და ზო­გა­დად, რას ნიშ­ნავს OFAC-ის სან­ქცია?

“სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლოს” უფ­რო­სი ანა­ლი­ტი­კო­სი, ექ­სპერ­ტი ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ში ბესო ნამ­ჩე­ვა­ძე, 27 დე­კემ­ბერს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­სან­ქცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აქ­ვეყ­ნებს:

“ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო ხა­ზი­ნამ (იქა­უ­რი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო) ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შე­იყ­ვა­ნა უცხო­უ­რი აქ­ტი­ვე­ბის კონ­ტრო­ლის ოფი­სის (OFAC) სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში (SDN)სან­ქცი­ე­ბი არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ანუ და­სან­ქცირ­და მხო­ლოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და არა მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

სან­ქცია გუ­ლის­ხმობს აშშ-ში მისი აქ­ტი­ვე­ბის გა­ყინ­ვას და მას­თან ნე­ბის­მი­ე­რი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის შე­წყვე­ტას. და­სან­ქცი­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად OFAC-მა გა­მოს­ცა ლი­ცენ­ზია, რომ­ლის თა­ნახ­მად სან­ქცი­ე­ბი არ ვრცელ­დე­ბა არც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ზე. გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით სან­ქცი­ე­ბი გა­ავ­რცე­ლეს რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­საძ­ლო ტრან­ზაქ­ცი­ებ­ზე და “კრე­დიტ სვის­თან” და­ვის ფი­ნან­სურ შე­დე­გებ­ზე.

სან­ქცი­ას თან ახ­ლავს ჩა­ნა­წე­რი Secondary sanctions risk-ზე, რაც ძა­ლი­ან მკაც­რი მიდ­გო­მაა. ეს გუ­ლის­ხმობს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პირი, ვინც ივა­ნიშ­ვილ­თან რა­ი­მე ტრან­ზაქ­ცი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, აშშ-ს მხრი­დან “და­იბ­ლო­კე­ბა” (შე­ე­ზღუ­დე­ბა წვდო­მა აშშ-ს ფი­ნან­სურ რე­სურ­სებ­ზე, დო­ლარ­ზე, ამე­რი­კულ კომ­პა­ნი­ებ­ზე და სერ­ვი­სებ­ზე)

რა­ტომ არ შე­იყ­ვა­ნა აშშ-მა ივა­ნიშ­ვი­ლი მაგ­ნიტსკის სი­ა­ში, როცა ამის სა­ფუძ­ვლე­ბიც არ­სე­ბობს?

მაგ­ნიტსკის სია არის ძა­ლი­ან მკაც­რი და ამა­ვე დროს სა­დამ­სჯე­ლო, მისი მი­ზა­ნი არ არის და­სან­ქცი­რე­ბულ პირს ქცე­ვა შე­აც­ვლე­ვი­ნოს, შე­ა­ჩე­როს. მისი მი­ზა­ნი სა­მუ­და­მო დას­ჯაა.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ბობოხიძე – ჩემი ინფორმაციით, „ოცნების“ „ობშიაკში“ რამდენიმემ უკვე მიიტანა ფული და მათ წინააღმდეგ აღარ არის პრობლემები, ასეთია, მაგალითად, კახა კალაძე, საპატრიარქო კი „პოლიტიკაში არჩარევის“ სახელით მხარს უჭერს ხელისუფლებას

გიორგი შარაშიძე ლევან სანიკიძის განცხადებაზე – ეპიცენტრიც თავად იყვნენ და ოპოზიციამაც იტრიალოს მათ გარშემო, ან არ იტრიალოს, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის – „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი მათი განაყოფი „წითელი ხაზია“