საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარები „ერთობის ჯაჭვს“ შეუერთდნენ

საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარები – დაინიუს ჟალიმასი და მიხალ ვავრიჩი „ერთობის ჯაჭვს“ შეუერთდნენ.
ისინი მეტეხის ხიდზე მივიდნენ, სადაც მოქალაქეების მიერ გაკეთებულ ჯაჭვში ჩაერთნენ.
მანამდე ევროპარლამენტარები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ასევე მათ შეხვედრა გამართეს ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებთანაც.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი” იმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ.
თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა: ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდზე; მეტეხის ხიდზე.
ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც მოეწყო.
მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიას ადვოკატი – პროკურატურამ იკადრა და ამოჭრა მონაკვეთი, სადაც პოლიციელები საგნებს ისვრიან მომიტინგეების მისამართით – ექსპერტმა სახეზე შეახმო პროკურატურასა და საჯარო თანამდებობის პირებს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები

გიორგი ახობაძე – შესაძლოა, ამათ ჩემთან საუბრის შემდეგ საქმის „შეკერვა“ უფრო დახვეწეს, ამიტომ თუ აქ იგივე ბრალდებით მოვხვდები, მეტი ჭიდაობა მოგვიწევს – უკეთესად შეეძლოთ! იჩქარეს, ალბათ სჭირდებოდათ ეფექტის შექმნა, რომ ხალხს მასიურად იჭერდნენ