ევროპარლამენტარი მიხალ ვავრიკიევიჩი – სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით საქართველოში არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა – ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმთან კავშირშია

სრულიად ვაცნობიერებთ, რომ ს გავლენით ს მოპარვა და გაყალბება მოხდა, – ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, მიხალ ვავრიჩმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ აქ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად ვიმყოფებით, რომელიც მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისკენ, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკური სამყაროს სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებში. ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა, ამიტომ ჩვენ მომავალში თავისუფალი და მიუკერძოებელი არჩევნების ორგანიზებაში ოპოზიციას მხარს ვუჭერთ და ასევე, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს საქართველოში“, – განაცხადა მიხალ ვავრიკიევიჩმა.
ევროპარლამენტარის განცხადებით -ის მიერ ს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მიესალმება.
„ჯერჯერობით არ ვიცით. როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, აუცილებელია ევროპული ინსტიტუტების, არა მხოლოდ ევროპარლამენტის, არამედ, კომისიისა და საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ იმიტომ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სრულად მხარს ვუჭერთ. გვესმის, რომ ეს მკაფიო სიგნალია მსოფლიოსთვის, რომ საქართველოში არჩევნები მოიპარეს და ეს ადამიანი რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმთან კავშირშია, რომელიც ცდილობდა გავლენა მოეხდინა საქართველოში არჩევნებზე და ამ ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარებას დღემდე ცდილობს“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.